My School



დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლა

დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლა მდებარეობს ქალაქ დედოფლისწყაროში რუსთაველის ქუჩა No51–ში. სკოლაში ამჯამად არის 600–მდე მოსწავლე და 50–მდე პედაგოგი. ადმინისტრაციის წევრებთან ერთად სულ 60–მდე თანამშრომელი. 

სკოლა თავისი არსებობის განმავლობაში მუდმივად გამოირჩევა ტრადიციებით და მაღალი აკადემიური ხარისხით. წლების მანძილზე აქ აღიზარდა არაერთი წარმატებული მოქალაქე თუ უბრალოდ ცნობიბლი პიროვნება. საკმარისია აღინიშნოს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მეუღლე, აგრეთვე კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი.







დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლა მუდმივად ინრჩუნებს მაღალ სტანდარტს მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების კუთხით. მოსწავლეები ყოველ წელს აჩვენებენ საუკეთესო შედეგებს ოლიმპიადებსა თუ კონფერენციებში, ვიქტორინებში, კონკურსებსა თუ სპორტულ შეჯიბრებებში. 

სკოლის პედაგოგები ძირითადად სასარგებლოდ თანამშრომლობენ. ადმინისტრაციის დადებითი მუშაობის შედეგად რამდენიმე წლის წინ  არსებული დაძაბული სიტუაცია მალევე დალაგდა. დღესდღეობით დაინტერესებული მასწავლებლები სიამოვნებით უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, ესწრებიან მრავალრიცხოვან კონფერენციებსა თუ ტრენინგებს. ზოგდად პედკოლექტივი წარმატებით თანამშრომლობს მოსწავლეთა ცოდნის ხარისხის ამაღლების მიზნით. 



ჩვენი სკოლის პედაგოგები ხშირად თავადაც მონაწილეობენ საკლასო ოთახების შერემონტებაში. ამ პროცესში ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც იღებენ ხოლმე მონაწილეობას:




სკოლაში ფუნქციონიებს საკმაოდ აქტიური ,,სამოქალაქო კლუბი" (უცხოელების შეფასებით, უფრო აქტიური, ვიდრე შეერთებული შტატების სკოლების უმრავლესობაში არსებული სამოქალაქო კლუბები). 





სამოქალაქო კლუბი ყოველ ზაფხულს სთავაზობს მოსწავლეებს საზაფხულო კლუბებში და ბანაკებში მონაწილეობას. გარდა ამისა, მშვიდობის კორპუსის მოხალისემ მოაწყო Rock 'n' Roll Summer Camp და English Language Club.







ასევე სკოლაში არსებობს ,,მომავლის საკლასო ოთახი," ,,საზოგადოებტივი მეცნიერებების კაბინეტი," ,,საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კაბინეტი," ,,ინგლისური ენის საკლასო ოთახი," ,,სკოლის რადიო," ,,სპორტული დარბაზი," ,,სააქტო დარბაზი" და ,,ფიტნეს ცენტრი" შესაცვლელი და საშხაპე ოთახებით.


მთელი სკოლის მუდმივი ტკივილი და მოუშუშებელი ჭრილობა:























მოსწავლეთა წარმატებები ინგლისურ ენაში

ჩვენი სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენაში ყოველთვის თრადიციულად მაღალი დონით გამოირჩეოდნენ, რაზეც მეტყველებს მათი წარმატებები ოლიმპიადებში, კონფეენციებზე, საატესტატო თუ ეროვნულ გამოცდებზე. განსაკუთებით აღსანიშნავია მოსწავლეთა წარმატებები ისეთ საერთაშორისო კონსურესებზე, როგორიცაა მშვიდობის კორპუსის მიერ ინიცირებული Write on! Competition და National English Spelling Competition (NESC)-ში.   2011–2012 სასწავლო წელს ორო მოსწავლე გიორგი ყოჩიაშვილი (მე–12 კლასი) და გიორგი სამადაშვილი (მე–10 კლასი) გავიდა Write On! კონკურსისი ეროვნუ პირველ ადგილზე და ამასთან ერთად გიორგი ყოჩიაშვილმა საერთაშორისო მესამე ადგილიც დაიკავა. 2012–2013 წელს უკვე ოთხი მოსწავლე მოგვდა საპრიზო ადგილებზე: გიორგი თურქესტანიშვილი (მე–10 კლასი) – ეროვნული მესამე ადგილი, ბესო მერიკელაშვილი (მე–11 კლასი) ეროვნული მეორე ადგილი, სანდრო ბეგიაშვილი (მე–11 კალსი) ეროვნული პირველი ადგილი, სოსო ჩუთლაშვილი (მე–12 კლასი) ეროვნული პირველი ადგილი, საერთაშორისო პირველი ადგილი. ამავე წელს მე–12 კლასის მოსწავლე მარიამ სამადაშვოლმა გაიმარჯვა ეროვნული მართლწერი სკონკურსში. ყველა გამარჯვებული მიწვეული იყო შეერთებული შტატების ელჩის ან ელჩის მოადგილის რეზიდანციაზე სადღესასწაულო ვახშამზე და გადაეცათ საეთიფიკატები და საჩუქრები. 

თუმცა ინგლისური ენის თვალსაზრისით სკოლის ყველაზე დიდ მიღწევად ჩავთვლიდი Future Leaders Exchange Program (FLEX)-ში მოსწავლეთა გამარჯვებას. ამ კონკურსში მონაწილეობის მიღების დაწყებიდან მუდმივად გვყავდნენ კონკურსის ფინალისტები, თუმცა საწყის ეტაპზე გარკვეული სუბიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, მშობლებთავს იკავებდნენ შეერთებულ შტატებში შვილების გაშვებისგან. 2012–2013 სასწავლო წელს მე–12 კლასის მოსწავლე პაატა კიკილაშვილი გაემგზავრა ამერიკაში ერთი წლით აღნიშნული პროგრამის ფარგლებში.

მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ჩვენი სკოლის ორი მოსწავლე ლევან ჩუთლაშვილი და ქეთევან ჩაფიაშვილი იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში FLEX პროგამით. ეს არის პირველი და ერთადერთი შემთხვევა საქართველოში, როდესაც ერთი სკოლიდან ერთდროულად ორი მოსწავლე გახდა აღნიშნული პროგრამის ფინალისტო და გაემგზავრა ა.შ.შ–ში.



წარმატებები დედოფლისწყაროს პირველ საჯარო სკოლას! კიდევ ბევრი მწვერვალის დაპყრობა მიგველოცოს ჩვენი საყვარელი სკოლისთვის!!!!


No comments:

Post a Comment