1. პროექტი – ინგლისური ენის კაბინეტი
2. პროექტი – სპორტული დარბაზი
3. პროექტი – დედოფლისწყაროს სპორტული ლიგა
4. ღონისძიება – ჰელოუინი
1. პროექტი – ინგლისური ენის კაბინეტი
2012 წლის გაზაფხულზე მშვიდობის კორპუსის მოხალისესთან ერთად დავწერე საგრანტო პროექტი ,,ინგლისური ენის კაბინეტი." პროექტმა გაიმარჯვა და მოიპოვა დაფინანსება. ზაფხულის განმავლობაში ამდენიმე პედაგოგი და მოსწავლე ვმუშაობდით (მათ შორის ფიზიკურადაც) საკლასო ოთახის შესაქმნელად. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.ყველაფერი კი ასე დაიწყო:
სკოლის ოთხმა პედაგოგმა (სურათებში სამი ჩანს, მეოთხე სურათებს იღებდა) საკუთარი ძალით დავიწყეთ ინგლისურის საკლაო ოთახის გარემონტება. უდიდესი მხარდაჭერა გვქონდა სკოლის დირექტორისგან, რომელიც ხშირად ჩვენთან ერთად ფიზიკუადაც მუშაობდა. ყველაფერი თავად გავაკეთეთ: შპაკლი, შეღებვა, იატაკის მოხეხვა, ელექტროსადენების და ინტერნეტის შნურების გაყვანა.
დანარჩენი მოვალეობებიც გავინაწილეთ:
ამის შემდეგ შევიძინეთ ავეჯი და ელექტროტექნიკა. დღეს საკლასო ოთახი ასე გამოიყურება:
საკლასო ოთახში გვაქვს პროექტორი. ჩვეულებრივ დაფაზე კი დავამონტაჟეთ ჩამოსაკეცი თეთრი დაფა პროექტორისთვის:
საკლასო ოთახის წინა ნაწილი განკუთვნილია გაკვეთილის ჩასატარებლად, ხოლო უკან მოწყობილია დიდი მაგიდა კათედრის წევრების შეხვედრებისთვის. მაგიდის გასწვრივ უკანა კედელზე გვაქვს თაროები, რომელშიც მოწყობილია ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში თაროებზე წიგნები განლაგებულია ასაკობრივი კატეგირიების და ჟანრების მიხედვით. კაბინეტის ცენტრალურ კომპიუტერში ინახება ბიბლიოთეკის წიგნების კატალოგი და ინფორმაცია გაცემულ და დაბრუნებულ წიგნებზე.
გარდა თაროებისა უკანა კედელზე მოწყობილია საკეტიანი კარადები ე.წ. ,,ლოქერები“ ინგლისური ენის ყველა მასწავლებლისთვის. ყველა ლოქერის საკეტი განსხვავებული ფერითაა შეღებილი, რომ მასწავლებლებმა ადვილად გაარჩიონ.
კაბინეთის შუაგულში დამაგრებულია პროექტორის სადგამი, რომლის ქვედა თაროზეც არის საკეტიანი კარადა:
საკლასო ოთახში არის ინგლისური ენის გაკვეთილის წარმართვისთვის საჭირო ბევრი ნივთი. მათ შორისაა განცხადებების დაფა ე.წ: ,,ბულეთინ ბორდი,“ ამერიკის შეერთებული შტატების და მსოფლიოს რუკები, ა.შ.შ-ს, საქართველოს და დედოფლისწყაროს რუკები, მუსიკალური ცენტრები:
აქვეა გაკვეთილისთვის ნაკლებად საჭირო, თუმცა ზოგადად მნიშვნელოვანი და ორიგინალური ნივთები: მასწავლებლების მიერ სხვადსხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ქინძისთავები, მაგნიტები და სუვენირები, მოსწავლეების მიერ თექისგან დამზადებული ნივთები, სარკე. საკლასო ოთახის ჭაღებიც ჩვენი დამზადებულია:
ოთახის გასუთავებაზე (დაგვა, გაწმენდა, ავეჯის გაპიალება) თავად ზრუნავთ, ამიტომ აქ აუცილებლად შენიშნავთ ცოცხს, ტილოებს, საპრიალებელს.
საკლასო ოთახის შესასვლელიც ორიგინალურადაა გაფორმებული - მოხატულია ძველი ინგლისური ასოებით:
კაბინეტის ცენტრალურ კომპიუტერზე დამონტაჯებულია 1 ტერაბაიტის მოცულობის გაგეგანი მყერი დისკი (External Hard Drive), რომელშიც ჩაწერილია 300-ზე მეტი ინგლისურენოვანი ფილმი (მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური, სერიალი, სატელევიზიო შოუ). ფილმები დაყოფოლია ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით და ხშირად ვაწყობთ ე.წ. Movie Day-ებს. გარდა ამისა, მოსწავლეებს გარკვეული ქულების (ქულებს აგროვებენ ჩვენს მიერ შემუშავებული ქულების სისტემის მიხედვით) დაგროვების შემდეგ შეუძლიათ ვიდეო ფალილების გატანა კაბინეტიდან. ოთახში გვაქვს უკაბელო ინტერნეტი და ვატარებთ შორეული სწავლების (Distant Learning) გაკვეთილებსაც სკაიპის ტექნოლოგიის გამოყენებით.
როგორც ხედავთ, ჩვენი საკლასო ოთახი საკმაოდ კეთილმოწყობილია.
ის აღჭურვილია მულტიმედიის საშუალებებით და იძლევა საშუალებას, მასწავლებელმა ჩაატაროს
გაკვეთილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. მოსწავლეები კი ყოველთვის აღნიშნავენ,
რომ მოუხარიათ საკლასო ოთახში ინგლისური ენის გაკვეთილზე. ისინი თავადაც ზრუნავენ ოთახის
სისუფთავის და კეთილმოწყობის შენარჩუნებაზე.
2. პროექტი – სპორტული დარბაზი
2012–2013 წლის ზამთარში ისევ მშვიდობის კორპუსის მოხალისესთან ერთად ვიმუშავე პროექტზე – ,,სპორტული დარბაზი". ამ პროექტმაც გაიმარჯვე და მოიპოვა დაფინანსება.
სპორტული დარბაზის შესაქმნელადაც ჩვენ თვითონ ვმუშაობდით. დავშპაკლეთ და სევღებათ კედლები, მოვხეხეთ იატაკი, მოვაწყეთ შესაცვლელი ოთახი და შხაპის ოთახი. სკოლის ადმინისტრაცია კვლავინდებურად აქტიურად გვედგა მხარში – მორალური და მატერიალური მხარდაჭერის გარდა ფიზიკური შრომითაც გვეხმარებოდა.
ონლაინ მაღაზიებში შევუკვეთეთ და ჩამოვიტანეთ სპეციალური სპორტული აღჭურვილობა – სარბენი ბილიკი, ელიპტიკური ტრენაჟორი, ველოსიპედი, 2 ცალი პრესის ტრენაჟორი. ორძელი და ტურნიკი. სკოლამ გადმოგვცა სავარჯიშო მატრასები და მუსიკალური სისტემა. პროექტის ფარგლებში შევიძინეთ ტელებიზორი, თაროები და საკიდი შესაცვლელი ოთახისთვის და წყლის გასაცხელებელი მოწყობილობა შხაპის ოთახისთვის. თემის შემოწირულობის სახით დარბაზში გვაქვს სახტუნაო თოკები და გირები. ყველა შეძენილი ნივთის თბილისიდან ტრანსპორტირებაც თემის შემოწირულობის სახით განხორციელდა.
სპორტული დარბაზის გახსნაზე მოვიწვიეთ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.


No comments:
Post a Comment